საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი ლოიალური მომხმარებლისთვის საინტერესო შეთავაზებების მომზადებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, 31 ივლისს, Student Card და sCool Card-ის მფლობელები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, მინისოს ყველა ფილიალში, 30%-იან ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 50 ლარს)

ინფორმაციისთვის, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ქეშბექით ისარგებლონ, აუცილებელია შეთავაზების sCoolApp-ით გააქტიურება.

ასევე, 31 ივლისს, მხოლოდ Student Card-ით და sCool Card-ით გადახდისას ბიბლუსის, XS toys-ს, პეპელას და Carter's-ის ქუთაისის და ბათუმის მაღაზიებში სტუდენტები და მოსწავლეები 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. (ჯამური ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტი 50 ლარია)

აქაც, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ქეშბექით ისარგებლონ, აუცილებელია შეთავაზების sCoolApp-ით გააქტიურება.

გახსოვდეთ, ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.

ხოლო, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ Student Card-ი ან თქვენს შვილს არ აქვს sCool Card-ი, მათი აღება ძალიან მარტივად, საქართველოს ბანკის ონლაინ პლატფორმებზე შეგიძლიათ.